"ევროპა ჩვენი არჩევანია" | 3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით, ოპოზიცია რეგიონების მოსახლეობას ხვდება

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია რეგიონებში შეხვედრებს მართავს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, გიორგი ბოტკოველი და ანი წითლიძე თანაგუნდელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას მარტვილში ხვდება. 

ადგილობრივებს სპეციალურ ბუკლეტებს - "ევროპა ჩვენი არჩევანია" ურიგებენ. ოპოზიცია მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. 

გიორგი ბოტკოველის თქმით, ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ნებას, ამიტომ აუცილებელია, რომ 3 ივლისს აქციაში მონაწილეობა ბევრმა ადამიანმა მიიღოს და საერთაშორისო პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა ამ ფორმით გააგონონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი