სავაჭრო ცენტრის დაბომბვას კრემენჩუკში 2 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა 20-მდე

გამოქვეყნდა:

წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრ Amstor-ზე თავდასხმის შედეგად - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, უკვე დადასტურდა რომ დაღუპულია 2 ადამიანი. დაჭრილებიდან კი 9-ის მდგომარეობა მძიმეა.

ტიმოშენკოს თქმით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ოკუპანტებმა პოლტავას რეგიონში, ინდუსტრიული ქალაქი კრემენჩუკი დაბომბეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი