პოლიტიკურად გაკოტრებული "ქართული ოცნება" დაპირებების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობას ტყუილებით კვებავს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი უკვე მეორედ არის მხილებული სიცრუის ტირაჟირებაში.
მთავრობის მეთაური, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა თავდაცვის უწყებას, აცხადებს, რომ "ოცნების" მმართველობის პირობებში, ქართული ჯარის გასაძლიერებლად და ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად, მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.
რეალობა კი, რაზეც ღარიბაშვილი დუმს, რადიკალურად საპირიპიროა. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქართული არმიის შეიარაღება ფაქტობრივად არც შეცვლილია და ოცნების ხელისუფლებამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად მხოლოდ 5 ტანკი, 2 ჯავშანმანქანა და საჰაერო თავდაცვითი სისტემები შეიძინა.
ავტორი: გუგა მაისურაძე