
1918 წლის შემდეგ პირველად, რუსეთმა დეფოლტი განიცადა. ამის შესახებ საერთაშორისო სააგენტოები წერენ, თუმცა თავად მოსკოვში ამ ინფორმციას არ ეთანხმებიან და ყველაფერს დასავლეთის მიერ შექმნილ დაბრკოლებებს აბრალებენ.
კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მათ ფული გადარიცხეს, თუმცა მიმღებმა ბანკმა თანხა დააკავა და კრედიტორებს არ გადაურიცხა, რაც მოსკოვის პრობლემა სულაც არ არის.
მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ექსპერტების ვარაუდით, შექმნილი ვითარება რუსეთის ეკონომიკასა და პრესტიჟზე აუცილებლად უარყოფითად აისახება.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი