ულტიმატუმის ვადა იწურება | კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილი ღარიბაშვილის შემცვლელს ეძებს

გამოქვეყნდა:

საერთო სახალხო მოძრაობის ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ცნობილი ხდება "ქართული ოცნების" კატეგორიული პოზიცია. მმართველ გუნდში პრემიერმინისტრისა და ღარიბაშვილის მთავრობის გადაგომა არ განიხილება. ასეთია სახელისუფლებო პარტიის გეგმა, რომელიც დიდი ალბათობით აცდენილია ამავე პარტიის მფლობელის გადაწყვეტილებასთან.

კულუარული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრის ჩამნაცვლებელს ეძებს. სახელდება ორი კანდიდატურა, ვიცე-პრემიერი დავითაშვილი და ოლიგარქის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი, რომელიც ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი