
მისურის შტატში სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც რელსებიდან გადავარდა. მომხდარს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით პირი კი დაშავდა.
შემთხვევა ქალაქ მენდონთან ახლოს რკინიგზის გადასასვლელთან მოხდა. მატარებელში, რომელიც ლოს ანჯელესიდან ჩიკაგოს მიმართულებით მიდიოდა, დაახლოებით 243 მგზავრი იმყოფებოდა.
გარდაცვლილთაგან ორი ადამიანი მატარებლის მგზავრი იყო, ერთი კი სატვირთოთი გადაადგილდებოდა. ადგილობრივი სასწრაფო დახმარების ცნობით, დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი.