უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ალუდა ზვიადაურს დღეს სამხედრო პატივთ დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ალუდა ზვიადაური სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს.

სამოქალაქო  პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა, შემდეგ კი დაღუპული გმირის ცხედარი საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

42 წლის ალუდა ზვიადაური  რიგით მე-16 ქართველია, ვინც უკრაინაში რუსეთთან ბრძოლას შეეწირა. ის 18 ივნისს, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ზვიადაურს ფრონტის ხაზიდან დაჭრილი თანამებრძოლი გამოჰყავდა, როცა ოკუპანტებმა  ზურგში ტყვია ესროლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი