
იორდანიაში, წითელი ზღვის სანაპიროსთან მდებარე პორტ აკაბაში ტოქსიკური ქლორის გაჟონვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი დაშავდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქიმიური ნივთიერებების შემნახველი კონტეინერი, გადატანის დროს ამწის გაუმართაობის გამო, გემზე ჩავარდა და აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა კრიტიკულია.
ცნობისთვის, ტოქსიკური ქლორის ჩასუნთქვისას, გადაყლაპვისას ან კანზე მოხვედრისას, წარმოიქმნება მჟავები, რომლებიც ორგანიზმის უჯრედებს აზიანებენ. მისი დიდი ოდენობით შესუნთქვა იწვევს ფილტვებში სითხის დაგროვებას, რაც სიცოცხლისთვის საშიშია და ცნობილია როგორც ფილტვის შეშუპება.