ტყუილია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსს დამატებითი ფინანსური დახმარება მოაქვს - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" წევრი, შალვა პაპუაშვილი პარტიის თავმჯდომარის მსგავსად ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ქვეყნისთვის დამატებითი ფინანსური სარგებელი არ მოაქვს.

​პაპუაშვილმა პროპაგანდა უწოდა ყველა იმ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც კანდიდატის სტატუსის სარგებელზე ვრცელდებოდა და თქვა, რომ ის ადამიანები, ვინც ამას ავრცელებდა ნიჰილიზსა და ევროსკეპტიციზმს თესავს.

"ნიჰილიზმს და ევროსკეპტიციზმს თესავენ ის ადამიანები, ვინც გადაჭარბებულ მოლოდინს ამყარებენ, მათ შორის კანდიდატის სტატუსზე. ხომ გვესმის ბოლო ერთ კვირაზე მეტია, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულია დამატებითი ფინანსური დახმარება, 14 მილიარდიანი ბიუჯეტები, თითო სოფელს 5 მილიონი და ა.შ. ეს ხომ ყველამ გავიგეთ, ყველა ეს სიტყვა, რაც გავიგეთ არის ტყუილი", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 24 ივნისს ევროსაბჭომ ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. სტატუსის მისაღებად, საქართველოს კონკრეტული რეკომენდაციების შესრულება დაევალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი