"თქვენ ციტატებს ვერ ვენდობი" - პაპუაშვილი ჟურნალისტს რიჟვაძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"თქვენ მიკითხავთ რაღაც განცხადებას, როგორ გავაკეთო...თქვენ ციტატებს ვერ ვენდობი" - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელმაც მას აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის განცხადების შეფასება სთხოვა.

აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძე, ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით სახალხო მოძრაობის მოთხოვნას გამოეხმაურა და თქვა: "არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს, ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი