
რუსეთმა შეერთებული შტატების 25 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან, ჯო ბაიდენის მეუღლე და ქალიშვილი. ასევე სანქციების ქვეშ მოექცა ფილოსოფოსი ფრენსის ფუკუიამა.
რუსეთის სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ე.წ. "მაკფოლ-ერმაკის" ჯგუფის წევრები, ექსპერტები, ანალიტიკოსები და პროფესორები არაერთი ცნობილი ამერიკული უნივერსიტეტიდან.
მთლიანობაში, რუსეთმა უკვე დააწესა სანქციები აშშ-ის 1048 მოქალაქის, მათ შორის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.