უკრაინამ 46 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, მათგან 21 აზოვსტალის მცველისაა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ცნობით, 46 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკვე უკრაინაში გადასვენებული, მათგან 21 აზოვსტალის მცველის.

უწყების ცნობით, დაღუპული სამხედროების ცხედრების გადმოსვენების მორიგი ოპერაცია ზაპოროჟიეს რაიონში ჩატარდა.

აღნიშნული ოპერაცია ჩატარდა,  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პირების კომისართან, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით.

დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენების პროცესი, ჟენევის კონვენციის წესების შესაბამისად გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი