ჩემთვის მათი მოწოდება საერთოდ არაფერს ნიშნავს - ასეთია კახა კალაძის კომენტარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, "მისთვის მთავარია კონსტიტუცია და კანონები" და საქართველოში ყველანაირი მკურნალობაა შესაძლებელი:
„ჩემთვის მათი მოწოდება საერთოდ არაფერს ნიშნავს. ჩემთვის მთავარია კონსტიტუცია და კანონები. ჰუმანიტარული მიზნებით საქართველოში ყველანაირი მკურნალობა არის შესაძლებელი. თუ რაიმე დამატებით აუცილებლობა იქნება, შესაბამისი უწყება, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არა მარტო სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნას," - განაცხადა კალაძემ.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს ყველაფერი სააკაშვილის ჯანმრთელობის დასასტაბილურებლად, ლოგიკური იქნებოდა მკურნალობა ევროპულ კლინიკაში - ნათქვამია ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [PACE] წარმომადგენლების განცხადებაში.
იხილეთ ასევე: