მათთვის მნიშვნელოვანია პირადი ინტერესები, რაც კლანურ გავლენას მოაქვს - ომბუდსმენი მოსამართლეებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ სასამართლო კლანისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი გავლენები და უპირატესობები და არა ქვეყნის ინტერესები. როგორც ლომჯარია ამბობს, სწორედ მათ გამო ეთქვა საქართველოს უარი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე:

"სასამართლო სისტემაში არსებული კლანის წევრებს არ აქვთ გათვითცნობიერებული რაზე არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ მათი ამ ტიპის გადაწყვეტილებებისა და კლანური მმართველობის გამო, საქართველოს ცოტა ხნის წინ უარი ეთქვა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებაზე.

მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი პირადი, პერსონალური ინტერესები, გავლენები და ის უპირატესობები, რაც ამ კლანურ გავლენას მოაქვს მათთვის სასამართლო სისტემაში" ამბობს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ, 27 ივნისს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით დანიშნა  მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც სასამართლო კლანის მთავარ საყრდენად მოიაზრება. 

დღეს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ და მოუწოდა, გაათავისუფლოს სასამართლო სისტემა კლანისგან - სასამართლო კლანის უვადოდ ჩაბეტონებით თქვენ საფრთხის წინაშე დააყენეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები - წერს ყოფილი მოსამართლე ივანიშვილს 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი