ივანიშვილის კავშირი სანქცირებულ ტვირთთან | ვინ არიან სქემაში ჩართული რუსი ბიზნესმენები

გამოქვეყნდა:

ხორბლის შემდეგ დიზელი. ბათუმის პორტში კონტრაბანდული საწვავით შემოსული ტანკერის ისტორიის კვალი კვლავ ბიძინა ივანიშვილისკენ მიდის. ყველა პიროვნება, რომლის მონაწილეობას ამ სქემაში მთავარი არხის კონფიდენციალური ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ შესაძლებელი ხდება, სწორედ ოლიგარქს უკავშირდება.

მათი ნაწილი ივანიშვილის ხელქვეითია - მაგალითად საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც. მაგრამ არიან უფრო გავლენიანი და კვლავ კრელმთნ დაკავშირებული ბიზნესმენები - რომლებიც სწორედ მოპარული უკრაინული ხორბლის გაყიდვას საქართველოს მთავრობის დახმარებით ცდილობდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი