ხელისუფლება მოქმედებას არ იწყებს - და არც აპირებს. "ქართული ოცნება" აღარ მალავს, რომ ევროპული პერსპექტივა ფაქტობრივად ნულს გაუთანაბრა და ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.
პარტიის ლიდერმა დღეს ღიად და სრულიად უდარდელად ივარაუდა, რომ კანდიდატის სტატუსის და შემდეგ წევრობის მისაღებად საქართველოს წლები, ან სულაც ათწლეულები დასჭირდება. ამ განცხადებებთან ერთად, რომელიც მთელმა პარტიამ აიტაცა, "ქართული ოცნება" კვლავ თავის სტილში შავი პიარის მორიგ ტალღას აგორებს - ხელისუფლებას ახლა ისღა დარჩენია სამოქალაქო მოძრაობის დისკრედიტაციით დაკავდეს, რადგანაც ზიზღისა და სიძულვილის გარდა საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს.