სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ

გამოქვეყნდა:

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია ქართულ ოცნებას, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ - განცხადება ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ  უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ამისი მიზეზი ძალიან მოკლედ რომ გითხრათ  გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რაზეც წინა დღის განმავლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისათვის რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს მათი აზრით.

მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკურია და გადაწყვიტეს რომ ამის გახმოვანებისთვის სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შეიძლება გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით...

გუნდი, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, - თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სოზარ სუბარი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მიხეილ ყაველაშვილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებს იკავებდნენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი