თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა

გამოქვეყნდა:

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა. ინფორმაციას პრეზიდენტ ერდოღანის ადმინისტრაცია ავრცელებს, თუმცა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

აქვე, ცნობილი ხდება, რომ უახლოეს პერიოტში ნატოს გენერალური მდივანი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში დადგა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას არ ეთანხმება, რადგან ისინი მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციას ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK).

ფინეთისა და შვედეთის მთავრობებმა კი ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას მხარი მაისში დაუჭირეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი