"საზოგადოებას არასაკმარისად მიეწოდება სიმართლე... შეგვიძლია, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ "ოცნება" | ყაველაშვილი

გამოქვეყნდა:

"ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ "ქართული ოცნება". არის საკითხები, რომლებიც გაჟღერდება ხვალ, ამ საკითხებზეც გვექნება მსჯელობა, მივაწოდებთ, რომ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და რა მდგომარეობაა, რომ გვქონდეს საერთო აზრი, მით უმეტეს ჩვენს ამომრჩეველთან"

- თქვა პარლამენტის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომელმაც "ქართული ოცნება" ცოტა ხნის წინ დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი