"პოლარიზაციის შემცირებას კი არა, მის გაღრმავებას აპირებს" | კუბილიუსი ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა "ამერიკის ხმას" ინტერვიუ მისცა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც საქართველოს ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებისგან, კუბილიუსი ამბობს, რომ ეს პოლარიზაციაა.

ევროპარლამენტარის თქმით,პოლარიზების გაღრმავებას საქართველოში პრემიერი ღარიბაშვილი ცდილობს.  

"მე ყველაზე დიდ ყურადღებას გავამახვილებდი პირველ პუნქტზე, რომელიც საქართველოს შესახებ, საბჭოს მიერ ჩამოყალიბებულ ანგარიშშია ნახსენები. ვგულისხმობ, ე.წ. პოლარიზაციას, პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაციას.

პირველ რიგში, მთავრობამ უნდა იფიქროს საკუთარ შეცდომებსა და პასუხისმგებლობებზე. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როდესაც მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს მოსაზრება ღიად გამოქვეყნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ღარიბაშვილი მივიდა პარლამენტში და იმის ნაცვლად, რომ ესაუბრა იმაზე, რას გააკეთებს მთავრობა პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, ბატონმა ღარიბაშვილმა დაიწყო ოპოზიციის და სხვების დადანაშაულება. ამან გვაჩვენა, რომ პრემიერ-მინისტრი პოლარიზაციის შემცირებას კი არა, მის გაღრმავებას აპირებს. ეს ჩანდა, როგორც მიზანმიმართული ქმედება, რათა საქართველოს შეუმცირონ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი",- თქვა კუბილიუსმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი