"სამეულიდან თუ ვინმე იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს საქართველოა" - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწე

გამოქვეყნდა:

"სამეულიდან თუ ვინმე იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ეს საქართველოა" - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში.

მოსკოვსა და სოხუმს შორის გამართული ტელეხიდის დროს, მაქსიმ ღვინჯიამ აღნიშნა, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება პოპულისტური ნაბიჯია და რეგიონში დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

ამასთან, ასლან ბჟანიას თანაშემწის თქმით, ევროკავშირმა დადებითი გადაწყვეტილება იმიტომ არ მიიღო, რომ საქართველო ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა.

"შიდა ცვლილებები და რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანაშია გატარებული, შეუძლებელია შევადაროთ უკრაინასა და მოლდოვას. ამასთან, ევროკომისიამ უკრაინას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და არა საქართველოს. ჩემი აზრით, თუ ვინმემ დაიმსახურა სტატუსი ამ სამეულიდან, ეს საქართველოა. გასაგებია, რომ ის არ მიანიჭეს უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ეს კი აიხსნება იმით, რომ საქართველო ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა. უნდა გვესმოდეს, რომ თავად კანდიდატის სტატუსი არაფერს იძლევა. ეს უბრალოდ რიგის ნომერია ფანჯარასთან, რომელიც შეიძლება რიგის დასრულებამდეც დაიხუროს", - თქვა ღვინჯიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი