საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ლგბტქი+ თემს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ გვერდითაა მიმდინარე ბძოლაში შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ.
"ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ", - აცხადებს ამერიკის საელჩო.
ცნობისთვის, საქართველოში გუშინ, 28 ივნისს დაიწყო პრაიდ კვირეული, რომელიც 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. "თბილისი პრაიდმა" საფრთხეების გამო უარი თქვა "ღირსების მარშის" გამართვაზე და ყველა ღონისძიება დახურული ფორმატის იქნება.