"ოცნების" საჯარო მოხელეები, რომლებიც ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ბუკლეტების დარიგებას ხელს უშლიდნენ | ენმ-ის ბრიფინგი

გამოქვეყნდა:

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" იმ პირების ვინაობა დაადგინა, რომლებიც გუშინ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე იყვნენ მობილიზებული და ევროინტეგრაციის სიკეთეებთან დაკავშირებით ოპოზიციის კამპანიის ხელშეშლას ცდილობდნენ. 

პარტიის ცნობით, ეს ადამიანი ქუთაისის მერიის თანამშრომლები არიან, რომლებიც მერის წარმომადგენლის, ნინო ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებენ. 

"გუშინ ქართული ოცნების, ქუთაისის მერის ორგანიზებით, ნიკეაზე დაგხვდა 40-მდე ადამიანი, საჯარო მოხელეები, რომლებიც ასრულებდნენ თითქოს გაბრაზებული ნიკეას მოსახლეობის როლს და მას ხელმძღვანელობდა ნინო ტყეშელაშვილი, რომელიც არის ნიკეაზე მერის წარმომადგენელი. ამ როლს თამაშობდა ასევე დავით ბუხრაშვილი, რომელიც არის ზედამხედველობის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი. ეს იყო ბატონი თენგიზ ფხაკაძე, რომელიც არის ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელი; ზურაბ სარალიძე - კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ნიკა დვალი და ლაშა ხინგავა, ადამიანები, რომლებიც არიან სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები. ეს საჯარო მოხელეები, 40-მდე პირი დადიოდა და გვიმტკიცებდა, რომ ევროპაში შესვლა საჭირო არ არის", - თქვა ენმ-ის წევრმა, გიგა შუშანიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი