"ოთხი მანქანა დამყვება ქუთაისი-ბათუმის ტრასაზე" - დეკანოიძე ფარულ თვალთვალზე

გამოქვეყნდა:

ენმ-ს ერთ ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისი-ბათუმის გზაზე ოთხი მანქანა დაყვება- ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს. დეკანოიძის თქმით, ყველა მანქანა იდენტიფიცირებულია და ფოტო მტკიცებულებები გადაეცემა ყველა საელჩოს. 

"პარლამენტის წევრზე ფარული თვალთვალის შესახებ ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები გადაეცემა ყველა საელჩოს. 
ყველა მანქანა გვყავს დაფისირებული და იდენტიფიცირებული. ოთხი მანქანა დამყვება ქუთაისი-ბათუმის ტრასაზე.." 
- წერს დეკანოიძე.

სავარაუდო თვალთვალის შესახებ დეკანოიძემ გუშინაც გაავრცელა ინფორმაცია - ქუთაისში მთელი ოცნების კოორდინატორები/სუსი დამყვება.. 
შეცოტავებულან
- წერს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი