ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ის რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებულ ირპენს ეწვევა. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.