
რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით, ნიკოლაევს რვა რაკეტა ესროლეს, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა კუთხეში ჩამოვარდა. დანგრეულია შენობები. მათ შორის საცხოვრებელი კორპუსი.
ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული იყო სამი ადამიანი, თუმცა მოგვიანებით მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს და მსხვერპლის რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
ქალაქის მერის, ალექსანდრე სენკევიჩის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია ამჟამადაც მიმდინარეობს. ერთი ადამიანი ხუთსართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს და მას მას სამედიცინო დახმარებას უწევენ