ოზურგეთში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ენმ-ს ლიდერებს "ოცნების" პარტაქტივი მიუვარდა

გამოქვეყნდა:

ხმაური  გურიაში - ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს "ოცნების" პარტაქტივი დაუპირისპირდა. მმართველი პარტიის დეპუტატები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ოპოზიციის წარმომადგენლებს არ აძლევდნენ შეხვედრების ჩატარების საშუალებას და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. 

მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება ეკლესიის ეზოში, პოლიციის შენობის სიახლოვეს იყო, პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა, რადგან თქვეს, რომ ადგილს ვერ პოულობდნენ. 

ენმ-ს ლიდერების თქმით, პარტაქტივი ასეთ მითითებებს იღებს უშუალოდ ადგილობრივი ხელისუფლებისგან - გუბერნატორის, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელების მხრიდან.

შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან და ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. ისინი მათ 3 ივლისის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი