საქართველო მხოლოდ საომრად ჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ - ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი EU-ზე

გამოქვეყნდა:

ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ საომრად ჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ - "ოცნებიდან" წასული სამი დეპუტატის ანტიევროპული განცხადება, სადაც ისინი აკრიტიკებენ და თავს ესხმიან ყველა ევრპარლამენტარს, ვინც კი ივანიშვილი გააკრიტიკა. გარდა ამისა, თვლიან, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თემა იყო "სათაგური" და რომ რეალურად ის არაფრისმომცემია 

"ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ საომრად ჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ. კარგად ესმით, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი გაიმეტებს ქვეყანას და ხალხს საბედისწერო ომისთვის და არც ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს მას ამის გაკეთებას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებაში ჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ. სწორედ ასეთები არიან ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოების ლიდერები თუ სატელევიზიო სახეები." წერენ ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი.

მოლდოვას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ისინი ამტკიცებენ, რომ ევროკავშირმა ქვეყანას წინაპირობები წაუყენა:

"ვხედავთ, რომ კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს." წერენ "ოცნებიდან" წასულები. 

ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნაა შესული, დეპუტატები "აბსურდულს" უწოდებენ და ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველოს არც 6 თვის შემდეგ მიანიჭებენ, თუ ქვეყანა "ომში არ ჩაერთვება":

"როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ." ნათქვამია განცხადებაში.

წერილი სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი