"ოცნებიდან" წასულები: საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნაა შესული, "ოცნებიდან" წასული დეპუტატები "აბსურდულს" უწოდებენ და ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველოს არც 6 თვის შემდეგ მიანიჭებენ, თუ ქვეყანა "ომში არ ჩაერთვება". მათივე მტკიცებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მოცემული  6-თვიანი ვადაც "მოგონილია" და საქართველოს ამ სტატუსს არ მისცემენ, თუ "ომში არ ჩაერთვება":

"როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ." ნათქვამია წერილში

წერილი სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი