მზადება 3 ივლისის აქციისთვის | სამოქალაქო მოძრაობის წევრებს ზუგდიდში "ოცნების" აქტივისტი დაუპირისპირდა

გამოქვეყნდა:

სახალხო მოძრაობის ულტიმატუმის ამოწურვამდე 4 დღეა დარჩენილი. მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წევრები 3 ივლისის აქციის მოსამზადებლად რეგიონებში გავიდნენ. სამოქალაქო მოძრაობის წევრები, ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში მოსახლეობას შეხვდნენ, რათა მათთან ევროპის მნიშვნელობაზე ესაუბრათ. 

მოქალაქეებთან შეხვედრის ჩაშლა "ოცნების" აქტივისტებმა სცადეს, იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც, თუმცა, საბოლოოდ, მოსახლეობასთან შეხვედრა გაგრძელდა.

"მე, საერთოდ ერთხელ მაჩვენე კადრი, როდესმე თუ დამიკავებია ცოცხი, ესენი არიან ახალაიების, მოღალატეების,სააკაშვილის და ომის გადამტრიალებლები მოსულები. აი იმას ვაპროტესტებ. არავარ აქტივისტი, მომხრე ვარ, ყოველთვის ვიქნები და ვიყავი,მაგრამ მე ევროპის ის არავარ"  - ამბობს "ოცნების" პარტაქტივის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა ქუთაისშიც. სამოქალაქო მოძრაობის წევრები და სხვადასხვა პროფესიის წარმომდგენლები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ თბილისში ფართომაშტაბიან აქციას შეურთდნენ და ყველას დაანახონ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი