
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი ტყვეთა გაცვლა შედგა, რის შედეგადაც ტყვეობიდან 144 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლეს. მათ შორის 95 აზოვსტალის დამცველია:
"პატიმართა მორიგი გაცვლა შედგა, რომლის წყალობითაც 144 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144-დან, 95 აზოვსტალის დამცველია, მათ შორის 43 აზოვის პოლკიდან"- აცხადებს დაზვერვა.
შედეგად, გათავისუფლებულია:
გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი ასაკის 65 წლისაა, უმცროსი - 19.
გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას მძიმე დაზიანებები აღენიშნება და ჩაუტარდებათ საჭირო სასწრაფო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.