პროვოკაციები, დაპირისპირება და თავდასხმების სერია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ხელისუფლება ოპოზიციის მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლას ცდილობს. "ოცნების" მთავარი მიზანი 3 ივლისამდე მოსახლეობის დაშინება და ამ გზით საპროტესტო მუხტის შეჩერებაა. "ქართულმა ოცნებამ" მართული ზონდერ ჯგუფები უკვე გააქტიურა, რომლებიც ღია ძალადობასა და შეტევაზე გადავიდნენ.
ასე იყო დღეს თითქმის ყველაგან, სადაც ოპოზიცია ხალხს ხვდებოდა. "ქართული ოცნების" ე.წ სახალხო რაზმები საჯარო მოხელეებთან და მაღალჩინოსნებთან ერთად პოლიტიკური ოპონენტებს ჯერ ტერიტორიის დატოვებას აიძულებდნენ, შემდეგ ილანძღებოდნენ, ბოლოს კი პოლიტიკოსებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც არ მორიდებიან.
"ოცნების" გეგმა ახლა, როგორც ჩანს, ოპოზიციის გაშავებაა, ოლიგარქის გუნდი ხვდება, რომ ხალხი მას უპირისპირდება და მოსახლეობის ნებას ვეღარ გამოხატავს, ამიტომ ძალაუფლების შენარჩუნების ძალადობრივ მეთოდებზე გადავიდა.