მეორედ ამბოხებული დეპუტატები. ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილი - ასე გამოიყურება დეპუტატების სამეული, რომელმაც ფორმალურად დატოვა მმართველი პარტია, თუმცა "ქართული ოცნების" ნარატივი და სტრატეგია მათი სამოქმედო გეგმის მთავარი ნაწილია.
"ოცნების" ახალი ძალა, ახლა მთელი ენერგიით უტევს ევროპელ მოკავშირეებს და სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს.