რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 35 600 ჯარისკაცი დაკარგეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 35 600;
  • ტანკი - 1 573;
  • ჯავშანტექნიკა - 3 726;
  • საარტილერიო სისტემა - 790;
  • სარაკეტო სისტემა - 246;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 104;
  • თვითმფრინავები - 217;
  • ვერტმფრენი - 185;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 641;
  • საკრუიზო რაკეტები - 143;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 602;
  • გემი/ნავი/კატარღა - 14;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 61.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი