სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების გატარება ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას - დეგნანი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების განხორციელება ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციასაც შეუწყობს ხელს. 

როგორც დეგნანმა აღნიშნა, შტატები მზადაა, ამ კუთხით საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს.

"საქართველო არის ნატო-სთვის ძლიერი პარტნიორი და ეს წარმოჩინდა იმ დელეგაციის სიდიდით, რომელიც წარგზავნილი იყო მადრიდში. ეს სამიტი იყო ერთიანობის დემონსტრირება რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ფონზე. საქართველოსთვის ეს იყო კარგი შანსი, რომ განეხილათ რეფორმები რომლებიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში. ბევრი რეფორმა ემთხვევა იმ მოთხოვნებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირმა წაუყენა. ამ რეფორმების გატარება ასევე ხელს შეუწყობს ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს. ნატო არის პოლიტიკური და სამხედრო ალიანსი, ასე რომ არა მხოლოდ სამხედრო არამედ პოლიტიკური საკითხებიც არის მნიშვნელოვანი. ჩვენ, აშშ, მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ამ კუთხით", - თქვა კელი დეგნანმა.

ასევე იხილეთ:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი