ვინ იყვნენ და ვინ არა არ ვიცი, "ოცნებას" მილიონი ადამიანი უჭერს მხარს - პაპუაშვილი თავდასხმებზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "პოლარიზაციის პიკში აყვანაში" ოპოზიციას ადანაშაულებს და ამბობს, რომ რეგიონებში კამპანია "შინ ევროპისკენ" ფარგლებში მონაწილეებს სწორედ ამ მიზეზით უპირისპირდებიან მოქალაქეები. 

ის ამბობს, რომ არ იცის ვინ მივიდა ამ შეხვედრების ჩასაშლელად და ვინ არა. მიუხედავად ამისა, მედიამ რამდენიმე მათგანის იდენტიფიცირება შეძლო, ისინი ან საჯარო მოხელეები, ან "ოცნების" მხარდამჭერები არიან.

"ოპოზიცია, რომელსაც თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია, იმით, რომ აცხადებს მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და ტექნიკური, დემოკრატიული ლეგიტიმაციის არ მქონე მთავრობის შექმნას, ამ ოპოზიციას შემდეგ უკვირდეს, რომ პოლარიზაციაა და ამის გამო შეიძლება ადგილზე შეხვედრები რომ აქვთ კონფლიქტი ჰქონდეთ მოქალაქეებთან. როდესაც ოპოზიცია თავად ახდენს პოლარიზაციის პიკში აყვანას და შემდეგ უკვირს, რომ ამ პოლარიზაციის გამო კონფლიქტი აქვს მოქალაქეებთან ეს არა თუ არათანმიმდევრულია, პარადოქსულია. არ ვიცი ვინ იყვნენ იქ და ვინ არ იყვნენ, მილიონი ადამიანი უჭერს "ქართულ ოცნებას" მხარს". რა თანხმობაზეა საუბარი, როდესაც პროტესტის მეშვეობით უნდათ მიაღწიონ მთავრობის შეცვლას", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მოძრაობის "შინ ევროპისკენ" კამპანია რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისა და პარტაქტივის პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ თბილისშიც, თსუ-ს "მაღლივ კორპუსში" სადაც კამპანიის მონაწილეებს სცემეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი