"ოცნება" ცდილობს შეხვედრების ჩაშლას, მივმართავთ შსს-ს უსაფრთხოება უზრუნველყოს - შინ ევროპისკენ

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას. მათი განცხადებით, სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან მოძრაობის წევრებს.

მოძრაობა შსს-ს მიმართავს, უზრუნველყონ საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება.

"ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას. რეგიონებში ხელისუფლების პარტიული აქტივი სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდება მოძრაობის წევრებს, რათა შეიქმნას სურათი, თითქოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს, რაც სიყალბეა. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ეს ფაქტი მართული პროცესებით ვერ გადაიფარება.

ჩვენი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მშვიდობიანია და გამორიცხავს ძალადობის ელემენტებს. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება", - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, მოძრაობის "შინ ევროპისკენ" კამპანია რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისა და პარტაქტივის პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობს. შეხვედრების ჩაშლა დღეს სცადეს ხონში, თელავსა და თბილისში, ხოლო გუშინ ზუგდიდში, ოზურგეთსა და ყვარელში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი