ცნობილია ქართული ოცნების მხარდამჭერების ვინაობა, ვინც საინფორმაციო შეხვედრის ჩაშლა თსუ-ს მაღლივ კორპუსში სცადა. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა გიორგი ბარბაქაძე, რომელმაც გადაღებული კადრების მიხედვით, სტუდენტის დახრჩობა სცადა.
თავი დავიცავი ხელს რომ მტეხავდა ეგ არაფერი? - ასეთია გიორგი ბარბაქაძის პასუხი კითხვაზე, რატომ ცდილობდა სტუდენტის დახრჩობას.
სტუდენტებზე თავდასხმაში მონაწილე პირები ძირითადად საჯარო სამსახურებში დასაქმებულები და ოცნებასთან დაახლოებული პირები არიან.
დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ ნიკოლოზ მელიქიშვილი - ისნის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთიდან, თედო თევდორაძე - ჩუღურეთის გამგეობის თანამშრომელი; ნოდარ მათიაშვილი - კახა კალაძის ცოლისძმის მეგობარი; თორნიკე კაპანაძე - მუშაობს საქართველოს ფეინთბოლის ფედერაციაში; ნიკოლოზ მელიქიშვილი - თბილისის მერიის თანამშრომელი, რომელმაც სტუდენტების დარბევის შემდეგ, თავის სოციალური ქსლიდან წაშალა მითითებული სამუშაო ადგილი.
პოლიციას ჯერჯერობით არც ერთი მათგანის მიმართ არ ჰქონია რეაგირება.
ისნის გამგეობის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ჯერ არ იციან რა რეაგირება ექნებათ მათი თანამშრომლების დაპირისპირებაში მონაწილეობაზე და ამბობენ, რომ იმ დროისათვის "არასამუშაო საათები" იყო.