რუსული კვალის ძიება საკუთარ კომპანიებში დაიწყეთ - "სირცხვილიას პასუხი "პოსტვ-ისა" და "იმედს"

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სირცხვილია"  პოსტვ-ისა და იმედის ინფორმაციებს ეხმაურება, თითქოს, მათი ფეისბუქ გვერდი რუსეთიდან იმართება და წერს:

"ვეხმაურებით პოსტვ-ისა და იმედის “ექსკლუზივს”, სირცხვილიას ფეისბუქგვერდის რუსეთიდან მართვის შესახებ. 
გვერდზე სხვადასხვა ტიპის წვდომა ჰქონდა 20-ზე მეტ ადამიანს/ორგანიზაციას/სარეკლამო ანგარიშს. ერთ-ერთმა ამ ექაუნთთაგანმა, როგორც ჩანს, სასაათო სარტყელის ან რეგიონის მითითების დროს მონიშნა რუსეთი (გაითვალისწინეთ ისიც, რომ მეტას გეოლოკაცია ჯერ კიდევ არ მუშაობს გამართულად და შეიძლება თქვენს მეგობრებშიც შეგხვედრიათ ფოთი რომ ბრაზილიას ეკუთვნის და ოზურგეთი მექსიკას ? ) 
ექაუნთი უკვე წაშლილია გვერდიდან და დავტოვეთ მხოლოდ რამდენიმე ანგარიში, რომელსაც გვერდზე წვდომა შეუნარჩუნდა. 
მივმართავთ პოსტვ-ის და ტელეკომპანია იმედს, თავი დაანებეთ სამარცხვინო სპეკულაციებს და რუსული კვალის ძიება საკუთარ კომპანიებში დაიწყეთ." ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი