"დედა მოვ**ან თქვენი" | ოპოზიციას პარტაქტივი გორსა და ერგნეთშიც დახვდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" აგრესიული მხარდამჭერების მობილიზებაა გორშიც. მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს მმართველმა პარტიამ პარტაქტივი დაახვედრა. აგრესიული აქტივისტები სამოქალაქო აქტივისტებს დაუპირისპირდნენ და მათი შეხვედრის ჩაშლა სცადეს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კონტრაქციის მთავარი შემოქმედი გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილია, რომლისგანაც საჯარო მოხელეებმა კონკრეტული დავალებები მიიღეს. აქციაზე "ოცნების" აგრესიულმა წევრებმა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებაც სცადეს, პოლიციამ ერთ-ერთი აქტივისტი დააკავა. 

გორში, მოსახლეობასთან ბაზარში შეხვედრისას, "ოცნების" წევრები თავს "ლელოს" ლიდერებს დაესხნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი შეაყარა. 

ამის შემდეგ, ოპოზიციის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში გადაინაცვლეს, სადაც ასევე მმართველმა პარტიამ ე.წ. ზონდერები დაახვედრა. "ოცნების" წევრებმა შეხვედრის ჩაშლა სცადეს, განსაკუთრებით კი ყოფილი გამგებელი, კახა ედიშერაშვილი აქტიურობდა. მან "ლელოს" წევრებს აგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი