წინააღმდეგობის, პროვოკაციებისა და დაპირისპირების მიუხედავად, "შინ ევროპისკენ" საინფორმაციო კამპანია რეგიონებშიც და თბილისშიც მაინც ტარდება.
სტუდენტები, სახალხო მოძრაობის წევრებთან შესახვედრად დედაენის ბაღში მივიდნენ. გიორგი ქადაგიძემ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ აუხსნა 3 ივლისის აქციის მნიშვნელობა, ელაპარაკა, რა სიკეთეები მოაქვს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი.
დედაენის ბაღში გარკვეული ჯგუფები იყვნენ მობილიზებული, რომლებიც შეხვედრის ჩაშლას შეეცადნენ. ამბობდნენ, რომ "ომის პარტიას არეულობა შემოაქვს საქართველოში".