დეპოლარიზაციის ნაცვლად ხელისუფლება აპრობირებული ტაქტიკით ისევ ქვეყნის გახლეჩვისა და ვითარების უკიდურესად გამწვავების გზით მიდის. სამი ივლისის საპროტესტო აქციის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აგრესიული და მასშტაბური ხდება "ქართული ოცნება" ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანიის მიმართ.
ყველაგან, სადაც საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს, მმართველი გუნდის მართული ჯგუფები საჯარო მოხელეებსა და პარტაქტივის ერთადერთი დავალებით გამოყავს. ასე იყო დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტების დასარბევად რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს აგრესიიული და მოძალადე ჯგუფები.
ორგანიზებულ თავდასხმას კი პრემიერ ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი თბილისის მერიის მაღალჩინოსანი ნიკოლოზ მელიქიშვილი ხელმძღვანელობდა.