ამერიკა მეგობარია, რუსეთი მტერი - მთავარი გზავნილი შეერთებული შტატებისგან საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ მიიღო. თუ გსურთ რეალური მტერი დაინახოთ, ჩადით საზღვართან - ასეთია კელი დეგნანის რჩევა ოცნების მიმართ.
საქართველოს ხელისუფლება რუსული ეფესბეს მეთოდებით ხელმძღვანელობს, მიყვება იმ პროპაგანდას, რომელიც პუტინის რუსეთში წარმატებით მუშაობს - ესეც ამერიკელი დიპლომატის განცხადების ნაწილია. ამ კომენტარის გამო კელი დეგნანი ოცნების მხრიდან მორიგი იერიშის სამიზნე გახდა, ელჩს ხელისუფლებამ ლამის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
განსაკუთრებით გათამამდნენ იმიტირებული ამბოხის მონაწილეები, ოცნებიდან ფორმალურად წასული 3 დეპუტატი ღიად იწყებს იერიშს დასავლეთის წინააღმდეგ, ივანიშვილის დასაცავად.
დეა მამისეიშვილი მუშაობდა თემაზე და ის გაგვაცნობს, როგორია მეგობრის რჩევა, ხელისუფლების პასუხი და ამ ჯერზე ამბოხებულების პოლიტიკური მისია