"ოცნებიდან" წასულები წერენ, რომ სალომე ზურაბიშვილი "გარკვეულმა ძალებმა გადაქაჩეს" და ელოდებიან, რომ ის მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გაათავისუფლებს.
ხუნდაძემ, ყაველაშვილმა და სუბარმა დღეს მორიგი ვრცელი განცხადება გაავრცელეს, რომელიც თითქმის მთლიანად ივანიშვილის დაცვაზე და იმის მტკიცებაზეა, რომ ოლიგარქი არა ის, არამედ მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან.
"...დეპოლარიზაციაზე მიბმული მთავარი მოთხოვნა მაინც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლება იქნება. სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც გარკვეულმა ძალებმა გადაქაჩეს და მთლიანად ოპოზიციურ ნიშაში შეიყვანეს, დიდი ალბათობით, ამ ორი დამნაშავის განთავისუფლებას საბოლოოდ მოაწერს ხელს. როგორც თავის დროზე ამოგვიგრიხეს ხელები და უგულავა, ოქრუაშვილი, მელია და რურუა გამოგვაშვებინეს, ზუსტად ასევე ეცდებიან სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასაც. მათი განთავისუფლების მიზანიც იგივე - რევოლუციური სცენარისთვის ახალი მუხტის მიცემა და ხელისუფლების გადატრიალებაა, რასაც სააკაშვილის მეორე „სახელოვანი“ ომი უნდა მოყვეს.." ნათქვამია "ოცნებიდან" წასულების წერილში, კონკრეტულად კი ქვეთავში
- დეპოლარიზაცია
იხილეთ ასევე: