მოვითხოვთ აშშ-ს საელჩომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები - ტვ პირველი

გამოქვეყნდა:

ტვ პირველი აშშ-ს საელჩოსგან ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს. ტელევიზიის ინფორმაციით, საელჩოს ტერიტორიაზე "ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ ტელეკომპანიის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს:

"ქართული ოცნების დეპუტატები შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ტვ პირველის მფლობელ ვატო წერეთელს

მოვითხოვთ! შეერთებული შტატების საელჩომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს მის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები" ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ვატო წერეთელს დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ხელი აშშ-ს საელჩოს ღონისძიებაზე დაარტყა.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი