"შემაგინა, ხელი გამომიქანა და სანამ აზრზე მოვედი, ჭიქა მესროლეს..." | ვატო წერეთელი დეპუტატების მხრიდან თავდასხმის დეტალებზე

გამოქვეყნდა:

TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" აშშ-ის საელჩოში მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისკენ "ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი დაიძრა, მას კიდევ რამდენიმე დეპუტატი მიჰყვა, რის შემდეგაც შეაგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"თამბაქოს ვეწეოდი მე ჩემთვის იქით... დავინახე რომ დაიძრა ჩემსკენ ვიღაცა, მოვიდა, მოჰყვა მგალობლიშვილი, ოდიშრია და ზარუა რაღაცა ქუჩური გარჩევასავით მოხდა, შემაგინა, ხელი გამომიქანა და უცებ სანამ მოვედი აზრზე, უკვე მეორემ გამომიქანა და ჭიქა მესროლა... წარმოუდგენელია" - ამბობს წერეთელი. 

წერეთელი ვარაუდობს, რომ ოხანაშვილს "ადრე, პარლამენტში მომხდარი ინციდენტი ჰქონდაქ გულში ჩადებული". 

"რა უნდა მეთქვა ისეთი, რა უნდა გამეკეთებინა, რომ 4 ადამიანი, დეპუტატი, საელჩოს ტერიტორიაზე ფიზიკურად შედგე ერთ ადამიანს, რა უნდა გააკეთო. ანრი ოხანაშვილისგან იმდენი სიგიჟე გვაქვს მოსმენილი, მაგაზე კომენტარები არ მინდა ვაკეთო" - ამბობს წერეთელი და აშშ-ის საელჩოსა და ელჩს მიმართავს და კადრბის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს:

"უბრალოდ მე მინდა მივმართო კელი დეგნანს - თქვენ ტერიტორიაზე, აშშ-ის ტერიტორიაზე მოხდა დანაშაული. ჩაიდინეს ქართული ოცნების დეპუტატებმა კრიმინალი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად, მნიშვნელოვანია, გასაჯაროვდეს ეს კადრები".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი