ყურთან ახლოს იკადრა უკადრებელი, უბინძურესი პროვოკაცია - ოხანაშვილი ვატო წერეთელზე

გამოქვეყნდა:

"გამიყვანა იქვე გვერდით და ყურთან ახლოს იკადრა უკადრებელი, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო, რაც იყო წარმოუდგენელი რამ. მაშინვე დაიძრა სწრაფი ნაბიჯით და ხალხმრავლობაში გაქრა. ეს იყო პრაქტიკულად შოკი, რომ ასეთი უბინძურეს პროვოკაციას აკეთებს ადამიანი და აკეთებს აშშ-ს საელჩოს ღონისძიებაზე. 

მან მიიღო ის პასუხი რა პასუხიც მას ეკუთვნოდა, პასუხი, რომელსაც ნებისმიერი ქართველი კაცი, ვისაც გააჩნია ღირსება და ვისთვისაც ასეთი უბინძურესი პროვოკაცია არის შეურაცხმყოფელი და უკიდურესად შეურაცხმყოფელი". 

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა POSTV-სთან გუშინ აშშ-ს საელჩოს ღონისძიებაზე "ტვ პირველის" მფლობელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი