კამპანია "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს მზიურშიც დაუპირისპირდნენ - იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება იყო გუშინ თბილისში, მზიურის პარკშიც. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა კამპანია "შინ ევროპისკენ" მონაწილეების საინფორმაციო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ინციდენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან.

თვითმხილველების თქმით ერთ-ერთი, მმართველ პარტიასთან დაახლოებული გიორგი პაპიძე იყო, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ადგილზე იმყოფებოდა, ასევე, თორნიკე თუთაშვილი "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი. მას თბილისის მერიასთან 200 ათას ლარზე მეტი ღირებულების სატენდერო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. კადრებში ასევე ჩანს თბილისის მერის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი.

ცნობისთვის, მოძრაობის "შინ ევროპისკენ" კამპანია რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისა და პარტაქტივის პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრების ჩაშლა გუშინ სცადეს ხონში, თელავში, გორში, ერგნეთსა და თბილისში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი