"საუბრობდნენ ჩემს განეიტრალებაზე, იყო შემოთვლებიც" - მოქალაქე ამბობს, რომ ხელვაჩაურის მერიიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

როგორ ისჯებიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები - "მთავარ არხს" დღეს ხელვაჩაურში მცხოვრები გოჩა მჟავანაძე დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მერიიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, მერმა მისი გათავისუფლება სოციალურ იმის გამო გადაწყვიტა, რომ იგი სოციალურ ქსელსა და საჯარო სივრცეებში კრიტიკულ მოსაზრებებს ღიად გამოხატავდა.

გოჩა მჟავანაძე მერიის ადმინისტრაციის სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა. მას გათავისუფლების შესახებ გუშინ შეატყობინეს.

"მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ ჩემს განსხვავებულ სამოქალაქო და პოლიტიკურ შეხედულებებს, აქტიურობას სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეებში, აქციებზე და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ყველაფერი მიზანმიმართულად არის ჩემს მიმართ გატარებული, რომ გავეჩუმებინე, გავენეიტრალებინე. მანამდეც ჰქონდათ მცდელობები, კულუარებიდან ვიცი, რომ საუბრობდნენ ჩემს განეიტრალების გეგმებზე, იყო შემოთვლებიც", - ამბობს გოჩა მჟავანაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი