უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი აამოქმედა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ჩასვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ. უკრაინული მედიის ცნობით, სავიზო რეჟიმი ძალაში დღეიდან შევიდა.

ვიზის მიღების მსურველები განაცხადის გაკეთებას რუსეთის 8 ქალაქში, VFS Global-ის ცენტრებში შეძლებენ. განაცხადს უკრაინელი დიპლომატები განიხილავენ, თუმცა ვიზა საზღვრის გადაკვეთის გარანტია ვერ იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას, რუსეთის მოქალაქის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ მესაზღვრე მიიღებს.

შეგახსენებთ, 2 მაისს, პეტიციამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, საჭირო 25 000 ხმა მოაგროვა. თავად დოკუმენტი კი 11 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე შეიქმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი